Belive

თბილისის საერთაშორისო თასის ფინალში საქართველომ მონტენეგრო დაამარცხა

8 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ეტაპზე, საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მორიგი მატჩი გამართა.

თბილისში მიმდინარე ოთხთა ტურნირის - "თბილისის საერთაშორისო თასის" ფინალში, საქართველოს ნაკრები მონტენეგროს დაუპირისპირდა და 5-ქულიანი სხვაობით, 84:79 დაამარცხა.

მონტენეგროსთან გამარჯვების მთავარი გმირი გოგა ბითაძე გახდა, რომელმაც 21 ქულასთან ერთად 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. კარგი მატჩი ჩაატარა თად მაკფადენმაც, რომლის ანგარიშზეც 19 ქულასთან ერთად 3 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემაა.

ასევე პროდუქტიულო მატჩი ჩაატარეს თორნიკე შენგელიამ (14 ქულა, 5 მოხსნა, 5 ასისტი) და სანდრო მამუკელაშვილმა (10 ქულა, 9 მოხსნა, 1 ასისტი).

სხვა სტატიები