Belive

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ჩეხეთთან მატჩში 20 ქულით დამარცხდა

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას განაგრძობს.

დღეს ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდმა დახურული ხასიათის ამხანაგური შეხვედრა ჩეხეთის წინააღმდეგ ჩაატარა და 20-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 83:103 დამარცხდა.

მატჩში არ უთამაშია თორნიკე შენგელიას, რომელიც ნაკრებს კვიპროსში შეუერთდება. მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ასევე არ უთამაშია სანდრო მამუკელაშვილსაც.

დღევანდელ შეხვედრაში 17 ქულითა და 6 მოხსნით გიორგი შერმადინი გამოირჩა. 17 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა დუდა სანაძემ. 14 ქულა, 9 ასისტი და 3 მოხსნა იყო კამარ ბოლდუინის ანგარიშზე.

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტამდე ბოლო ამხანაგურ მატჩს ხუთშაბათს, 21 აგვისტოს, კვლავ ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები