Belive

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უკრაინასთან მატჩისთვის ცნობილია

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა, უკრაინასთან მატჩისთვის 12-კაციანი განაცხადი დაასახელა:

  • ანდრონიკაშვილი, ჯინჭარაძე, ბურჯანაძე, შერმადინი, სანაძე, ტურძილაძე, კორსანტია, ფევაძე, შენგელია, მაკფადენი, მაზიაშვილი, ხატიაშვილი.

2027 წლის მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები ხვალ, 27 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.

თითოეული 4-გუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 3-3 ნაკრები გავა. ეს ნაკრებები 2026 წლის აგვისტოში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ, 2027 წლის თებერვალში კი 12 მათგანი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს გაიფორმებს.

მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც 2027 წლის 27 აგვისტოს დაიწყება და 12 სექტემბერს დასრულდება, კატარი უმასპინძლებს.

წინა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად იასპარეზა და 2 მოგებით ჯგუფიდან გასვლაც შეძლო.

სხვა სტატიები