საქართველოს ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა ესპანეთის წინააღმდეგ
დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე, 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტურნირის მეორე მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა კანარის კუნძულების დედაქალაქ სანტა კრუზში გაიმართება.
მატჩამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ წინა შეხვედრისგან განსხვავებით გუნდში ერთი ცვლილებაა. ლუკა მაზიაშვილი სანდრო სანაძემ შეცვალა.
სრულად:
რატი ანდრონიკაშვილი
კახაბერ ჯინჭარაძე
ბექა ბურჯანაძე
გიორგი შერმადინი
დუდა სანაძე
გიორგი ტურძილაძე
გიორგი კორსანტია
სანდრო სანაძე
ალექსანდრე ფევაძე
თორნიკე შენგელია
თად მაკფადენი
მათე ხატიაშვილი
შეგახსნებეთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი უკრაინასთან მარცხით დაიწყო (79:92). ესპანეთმა კი თავის მხრივ დანია დაამარცხა (74:64).