საქართველოს ნაკრების ახალი წევრი შეკრებაზე პირველად იმყოფება
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი, მარკის რიდი უკვე თბილისშია და მან გუნდთან ერთად პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.
30 წლის ამერიკელი მოთამაშის კლუბი, ტრაბზონსპორი, თურქეთის თასის შეხვედრაში დამარცხდა, ამიტომ რიდს საქართველოში ჩამოსვლა უკვე შეეძლო. ჯერ-ჯერობით, ალექსანდრ ჯიკიჩის განკარგულებაში საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე კალათბურთელები არიან (მარკის რიდთან ერთად).
გუნდი თბილისში 21 თებერვლამდე ივარჯიშებს, შემდეგ კი ჯიკიჩი დანიაში 5 მოთამაშეს წაიყვანს, ვისაც 8 ლეგიონერი კალათბურთელი შეურთდება.
საქართველოს ნაკრები დანიაში 27 თებერვალს ითამაშებს, განმეორებითი მატჩი კი 2 მარტს, თბილისში შედგება - მოსფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში, საქართველოს 2-დან 2 წაგება აქვს (უკრაინასთან და ესპანეთთან), ასე რომ, წარმატებაზე ფიქრისთვის დანიასთან ორივე თამაშის მოგებაა საჭირო.