"შენგელიამ და რიდმა უმაღლესი დონის მატჩი ჩაატარეს" - ვილი ერნანგომესი
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში მორიგი სანახაობრივი მატჩი ჩაატარა, რომელშიც ესპანეთი დაამარცხა.
საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში ესპანეთთან გარკვეული დროის განმავლობაში 22 ქულითაც კი მარცხდებოდა, მაგრამ მე-4 პერიოდში გარდატეხა შეიტანა და შეხვედრა ჯერ ოვერტაიმში (83:83) გადაიყვანა, შემდეგ კი 91:89 გაიმარჯვა.
ეროვნული ნაკრების გამარჯვებაში ლომის წილი თორნიკე შენგელიამ და მარკის რიდმა დაიდეს - შენგელიამ 37 ქულა, 10 მოხსნა და 2 ასისტი გაიფორმა, რიდმა კი 32 ქულასთან ერთად, 3 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სწორედ ეს წყვილი გამოარჩია ვილი ერნანგომესმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მათ უმაღლესი დონის კალათბურთი ითამაშეს.
TORNIKE SHENGELIA (@TokoShengelia23) AND MARCQUISE REED LED GEORGIA TO AN INCREDIBLE COMEBACK!! 💥💥🇬🇪
— Basketball Sphere (@BSphere_) July 5, 2026
🟡 Shengelia: 37 points, 10 rebounds, 2 assists
🟡 Reed: 32 points, 3 rebounds, 7 assists
Both players logged over 40 minutes and led Georgia back from a disastrous first… pic.twitter.com/ikLbSrtPog
ორი რადიკალურად განსხვავებული ტაიმი გამოვიდა. კარგად დავიწყეთ, მაგრამ მეორე ტაიმში მათ მეტი აგრესია გამოავლინეს და ფიზიკურ უპირატესობას დაეუფლნენ.
საქართველოს შექება ეკუთვნის იმ სამუშაოსთვის, რომელიც გასწია - განსაკუთრებით შენგელიასა და რიდს, რომელთაც უმაღლესი დონის მატჩი ჩაატარეს. მათ მატჩის მოსაგებად დიდი ძალისხმევა გაიღეს, განსაკუთრებით შენგელიამ, რომელმაც ექვსი 3-ქულიანი ჩაგვიგდო და თუ არ ვცდები პირადი რეკორდი გააუმჯობესა.
- ვილი ერნანგომესი.
როგორც აღვნიშნეთ, თორნიკე შენგელიამ ესპანეთთან 37 ქულა ჩააგდო, რაც მისი სანაკრებო კარიერის რეკორდია. აქამდე კაპიტნის საუკეთესო მონაგარი 31 ქულას შეადგენდა.
საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა A-ჯგუფში ასპარეზობა 3 მოგებითა და 3 მარცხით, მე-3 ადგილზე დაასრულა. ამ შედეგით ჩვენი ნაკრები ესპანეთთან და უკრაინასთან ერთად მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, სადაც B-ჯგუფის საუკეთესო სამეულს დაუპირისპირდება.
B-ჯგუფის საუკეთესო სამეულს საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია და რუმინეთი გაარკვევენ. ნაკრებებს პირველი ეტაპის შედეგები გადაჰყვებათ და მე-2 ეტაპზე მხოლოდ მათ შეხვდებიან, ვისთანაც მანამდე არ უთამაშიათ - საბოლოოდ, ჯგუფების 3-3 საუკეთესო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა.