Belive

საქართველოს კალათბურთის ნაკრები აგვისტოში 4 მატჩს ჩაატარებს

1 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები აგვისტოში 4 მატჩს ჩაატარებს. ოფიციალურ მატჩებამდე, ჩვენი ნაკრები 19 აგვისტოს დახურულ ამხანაგურ შეხვედრაში ლიბანს, 23 აგვისტოს კი ღია ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 28 აგვისტოს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპს მონტენეგროსთან, ხოლო 31 აგვისტოს პორტუგალიასთან მატჩებით დაიწყებს. პირველი შეხვედრა მონტენეგროსთან თბილისში გაიმართება, მეორე შეხვედრას კი ჩვენი ნაკრები პორტუგალიაში ითამაშებს.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის I ჯგუფშია, სადაც ასევე თამაშობენ ესპანეთი, უკრაინა, მონტენეგრო, პორტუგალია და საბერძნეთი. ჯგუფიდან 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას 3 საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს.