Belive

"საქართველომ მაგრად მოუმატა - თბილისში თამაში ძალიან რთული იქნება" - ნემანია რადოვიჩი

2 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება. პრინციპული მატჩი 28 აგვისტოს, თბილისში გაიმართება.

საქართველოსთან გასამართი მატჩისთვის მონტენეგროს ნაკრებში გამოცდილი კალათბურთელი, ნემანია რადოვიჩი გამოიძახეს, რომელმაც საინტერესო კომენტარი გააკეთა და თბილისში თამაშის სირთულეს გაუსვა ხაზი.

ჩემი თაობის თითმის ყველა მოთამაშემ სანაკრებო კარიერა დაასრულა - ამის შესახებ მეც ვფიქრობდი, მაგრამ ვხედავ რომ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის კარგი შანსი და როდესაც დამირეკეს უარი არ მითქვამს. მინდა ყველაფერი გავაკეთო და ნაკრებს მომდევნო მატჩებში დავეხმარო. თავს არ დავზოგავ, რომ მონტენეგროს მომავალი 2 მატჩის მოგებაში დავეხმარო - რადგან თუ საქართველოსა და უკრაინას დავამარცხებთ, ან ერთ მატჩს მაინც მოვიგებთ, ფინალურ ეტაპზე მოხვედრის საკმაოდ დიდი შანსი გაგვიჩნდება.

ზოგადად ჩვენს ჯგუფში დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი - საქართველო მაღალ დონეზე თამაშობს და ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელში კიდევ უფრო მოუმატა. მეტოქე კარგ ფორმაშია და მათთან სტუმრად თამაში ძალიან რთული იქნება. - ნემანია რადოვიჩი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 28 აგვისტოს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპს მონტენეგროსთან, ხოლო 31 აგვისტოს პორტუგალიასთან მატჩებით დაიწყებს. პირველი შეხვედრა მონტენეგროსთან თბილისში გაიმართება, მეორე შეხვედრას კი ჩვენი ნაკრები პორტუგალიაში ითამაშებს.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის I ჯგუფშია, სადაც ასევე თამაშობენ ესპანეთი, უკრაინა, მონტენეგრო, პორტუგალია და საბერძნეთი. ჯგუფიდან 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას 3 საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს.

სხვა სტატიები