Belive

საქართველოს 16-წლამდე ნაკრები სერბეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოში მიმდინარე 16-წლამდე საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენმა ნაკრებმა, ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა სერბეთთან ჩაატარა და დიდი ანგარიშით, 63:99 დათმო.

ნაკრებებს შორის ხარისხობრივი განსხვავება საკმაოდ დიდი იყო, სერბებმა ყველა მეოთხედი მოიგეს და დაძაბულობა თამაშის არცერთ ეტაპზე არ ყოფილა. მოწინააღმეგე ზედმეტად დაბალანსებულად გვიტევდა, მაგალითისთვის, სერბთა 4-მა კალათბურთელმა ჩაგვიგდო 10 ან მეტი ქულა, მათ შემადგენლობაში მხოლოდ 1 იყო ისეთი მოთამაშე, რომელმაც ქულა ვერ აიღო, მანაც მხოლოდ 11 წუთი ითამაშა.

ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ლუკა ფოჩხუას გამოყოფა შეიძლება, რომელმაც 11 ქულასა და 4 მოხსნას მოუყარა თავი. მიუხედავად იმისა, რომ საბა პატაშურს თამაშიდან არ ჩაუგდია (3 ქულა საჯარიმოებით), აღნიშვნის ღირსია მისი 7 შედეგიანი გადაცემა.

საქართველო ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრას გერმანიის წინააღმდეგ, 10 აგვისტოს გამართავს. ჩვენ ორივე შეხვედრა წაგებული გვაქვს (პირველი ესპანეთთან).

სხვა სტატიები