Belive

გიორგი შერმადინი ნაკრებში მე-200 მატჩს ჩაატარებს

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტის 1/4-ფინალში ფინეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 10 სექტემბერს, 18:00 საათზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ფინეთთან გასამართ შეხვედრაში გიორგი შერმადინი ეროვნული ნაკრების მაისურით მე-200 მატჩს ჩაატარებს და გიორგი ცინცაძის შემდეგ გახდება მეორე მოთამაშე, რომელიც 200 მატჩიან ნიშნულს დააფიქსირებს.

გიორგი შერმადინის დებიუტი ჯვაროსნებში 2005 წელს შედგა და ცნობილია, რომ სანაკრებო კარიერას მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის შემდეგ დაასრულებს.

სხვა სტატიები