Belive

საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ჯგუფში მესამე თამაშიც წააგო

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

თბილისში მიმდინარე 16-წლამდე საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატი ჩვენი ნაკრებისთვის წარუმატებლად მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მესამე შეხვედრაც წააგო, ამჯერად გერმანიასთან (65:85).

საქართველოს შემადგენლობაში 2 კალათბურთელის გამოყოფა შეიძლება. დავით ტრაპაიძემ 20 ქულა, 4 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ლუკა ფოჩხუამ კი გერმანელებს 17 ქულა ჩაუგდო, ფოჩხუას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გერმანელი პოლ-ჯულიოს პლატო იყო: 21 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი. კიდევ სამმა გერმანელმა მოთამაშემ ჩვენი ნაკრების კალათში 10-ზე მეტი ქულა ჩააგდო.

ჩვენს ჯგუფში (სერბეთი, ესპანეთი და ესპანეთი) ბოლო ადგილზე გავედით და თამაში პლეი ოფში, 12 აგვისტოს, ლატვიის წინააღმდეგ გველის.

სხვა სტატიები