EUROBASKET: ფინეთი თუ საქართველო - ვინ დაწერს ისტორიას?
ფინეთი თუ საქართველო? ვინ ჩაწერს საკუთარ სახელს ისტორიაში?
რიგა (ლატვია) - შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ძალიან ცოტას თუ ეგონა, რომ ფინეთი და საქართველო ერთმანეთს დაუპირისპირდებოდნენ - ეს FIBA EuroBasket 2025-ის ნახევარფინალში მოსახვედრი თამაშია.
ახლა, სერბეთთან და საფრანგეთთან ორი შოკისმომგვრელი მატჩის შემდეგ, მოუთმენლად ველით ამ თამაშის დაწყებას. გიჟური ვნება, ორი კარგი აუტსაიდერის ისტორია და მაღალი ხარისხი პარკეტზე. ეს თამაში ისტორიას დარჩება.
ჯერ ფინეთმა შაბათს, სერბეთის დამარცხებით, შოკში ჩააგდო საკალათბურთო სამყარო, ხოლო ერთი დღის შემდეგ, საქართველომ კიდევ ერთი განსაცვიფრებელი გამარჯვება მოიპოვა მერვედფინალში - საფრანგეთის დამარცხებით. პოდიუმზე ასასვლელად ორი დიდი პრეტენდენტი უკვე გამოეთიშა აპარეზობას და ეს ნიშნავს, რომ ფინეთი და საქართველო ნახევარფინალში ადგილისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
რა თქმა უნდა, ეს ორივე გუნდისთვის ისტორიული წარმატება იქნება, რადგან არცერთი მათგანი აქამდე ნახევარფინალში არ გასულა. ფინეთმა თავისი საუკეთესო შედეგი 1967 წელს, მეექვსე ადგილზე გასვლით დააფიქსირა, მაშინ როცა, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველო პირველადაა საუკეთესო 8 გუნდში.
ორი გუნდის ისტორიის შექმნის ზღვარზე ყოფნისას, ეს თამაში დაუვიწყარი უნდა იყოს. ერთი მხრივ, ლაური მარკანენი და მისი გუნდი, აქეთ კი შენგელია-ბითაძე-მამუკელაშვილის სამეული: ამ თამაშის გამოტოვება არ შეიძლება.
> ეს იქნება ფინეთსა და საქართველოს შორის მეორე შეხვედრა ევრობასკეტზე, ფინეთის 2011 წლის გამარჯვების შემდეგ.
> საქართველომ ისტორიაში პირველად მიაღწია ევრობასკეტის მეოთხედფინალს. ის 26-ე ქვეყანაა, რომელმაც ეს შეძლო
> ლასი ტუოვი მეოთხე მწვრთნელია, რომელმაც თავისი გუნდი ევრობასკეტის მეოთხედფინალში რამდენჯერმე გაიყვანა (სანამ 40 წლის გახდებოდა): ეტორე მესინას, ჟელიკო ობრადოვიჩის და კრესიმირ კოშიჩის შემდეგ.
სტატია მომზადებულია EUROBASKET-ის მიხედვით.