საქართველო 1 პოზიციით დაწინაურდა | ფიბამ ევრობასკეტის რეიტინგი განაახლა
ფიბამ 2025 წლის ევრობასკეტამდე ტურნირზე მონაწილე ნაკრებების რეიტინგი განაახლა, სადაც საქართველომ ესტონეთს გადაუსწრო და 1 პოზიციით დაწინაურდა, ამით ჩვენმა ნაკრებმა მე-15 ადგილზე გადაინაცვლა. პირველ ადგილს სერბეთი იკავებს, მეორეზე კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანია გავიდა.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პირველ მატჩში ისრაელს დაუპირისპირდა და 10-ქულიანი სხვაობით, 66:76 დამარცხდა
ფიბა თავის ოფიციალურ საიტზე საქართველოს შესახებ ასეთ რამეს წერს:
კარგი ამბავი? ამხანაგურ შეხვედრაში მათ ისრაელს 76 ქულაზე მეტი არ ჩააგდებინეს. ცუდი ამბავი? თავად საქართველომ მხოლოდ 66 ქულა დააგროვა.
კარგი ამბავი არის ისიც, რომ გოგა ბითაძეს 15 წუთზე ნაკლები დრო დასჭირდა, რომ 10 ქულა და 8 მოხსნა დაეგროვებინა. მორიგი კარგი ამბავი, თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინიც კარგ ფორმაში გამოიყურებოდნენ, რადგან მათ ორნიშნულიან მაჩვენებელზე მეტი ჩააგდეს. კიდევ და კიდევ კარგი ამბავი არის ის, რომ მომდევნო შეხვედრა მათ ესტონეთის წინააღმდეგ აქვთ ჩანიშნული ასე რომ, ვნახოთ გამართლდება თუ არა ჩვენს მიერ შედგენილი რეიტინგი, როდესაც მათი ადგილები გადავანაცვლეთ. - Fiba Eurobasket
სრულად რეიტინგი ასე გამოიყურება:
სერბეთი
გერმანია
საფრანგეთი
თურქეთი
ლატვია
საბერძნეთი
სლოვენია
ესპანეთი
ლიეტუვა
ფინეთი
იტალია
ისრაელი
ბოსნია
პოლონეთი
საქართველო
ესტონეთი
ბელგია
მონტენეგრო
დიდი ბრიტანეთი
ჩეხეთი
პორტუგალია
შვედეთი
ისლანდია
კვიპროსი
საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 7 აგვისტოს ესტონეთის წინააღმდეგ გამართავს. ისევე როგორც ისრაელთან გამართული მატჩი, აღნიშნული დაპირისპირებაც დახურული იქნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ევრობასკეტის გათამაშებაში 28 აგვისტოს ჩაერთვება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფი:
საქართველო
იტალია
ესპანეთი
საბერძნეთი
ბოსნია
კვიპროსი
თამაშების განრიგი კი ასეთია:
საქართველო VS ესპანეთი - 28 აგვისტო
იტალია VS საქართველო - 30 აგვისტო
საქართველო VS საბერძნეთი - 31 აგვისტო
კვიპროსი VS საქართველო - 2 სექტემბერი
ბოსნია ჰერცოგოვინა VS საქართველო - 4 სექტემბერი