Belive

ფიბა ამომავალ ვარსკვლავებზე წერს, მათ შორის მათე ხატიაშვილიცაა

1 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი 2 ტურის შემდეგ, ფიბა ამომავალი ვარსკვლავების შესახებ აქვეყნებს სტატიას, სადაც საუბარი საქართველოს ეროვნული ნაკრების 17 წლის უკანახაზელზე, მათე ხატიაშვილზეცაა:

,,მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დებიუტის შემდეგ, მათე ხატიაშვილმა უფრო მეტი დრო მიიღო ესპანეთთან მატჩში, რომელშიც 10 ქულა და 3 პასი მოაგროვა

17 წლის კალათბურთელი ახალგაზრდულ ტურნირებზე ყოველთვის გამოირჩეოდა სისწრაფითა და ბურთის ფლობით, რითიც ის უახლოეს წლებში საქართველოს ნაკრებისთვის ძალზედ მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბდება.'' - წერს ფიბა

მათე ხატიაშვილმა ესპანეთთან მატჩში 21 წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულას, 3 შედეგიან გადაცემას, 1 მოხსნასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი.

სხვა სტატიები