2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩში, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. უპრინციპულესი შეხვედრა, 4 ივლისს, 19:00 საათზე, "თბილისი არენაზე" გაიმართება.
უკრაინასთან განცდილი მარცხის (79:66) შემდეგ, ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები, რეაბილიტაციას ძლევამოსილი მეტოქის წინააღმდეგ შეეცდება.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთთან დაპირისპირებამდე "თბილისი არენაზე" (უნივერსიტეტის ქუჩა N 15ა) ღია ვარჯიში გამართა.
გთავაზობთ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობას:
სამწუხაროდ, ესპანეთის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში, გოგა ბითაძე მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, უკრაინასთან გასამართი მატჩის წინ, მუხლის ტრავმა მიიღო.