სანდრო მამუკელაშვილს მუხლის ტრავმა აქვს და მაიამისთან მისი თამაში საეჭვოა
ტორონტო რეპტორსის ქართველ კალათბურთელს სანდრო მამუკელაშვილს მუხლის ტრავმა აქვს და მაიამი ჰიტის წინააღმდეგ მისი თამაში საეჭვოა, ინფორმაციას ამერიკელი სპორტული ჟურნალისტი ირა ვინდერმანი ავრცელებს, ის ყველაზე ხშირად მაიამი ჰიტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აშუქებს.
წყაროს ცნობით რეპტორსს უმნიშვნელოვანესს შეხვედრაში ასევე შესაძლოა გამოაკლდეს კოლინ მარი-ბოილსი და იმანუელ ქუიკლი.
შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილს ბოლო 8 შეხვედრაში 10 ქულაზე ნაკლები არ ჩაუგდია:
იუტა ჯაზთან - 23 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 5 ჩაჭრა, 1 დაფარება
ლოს ანჯელეს კლიპერსთან - 13 ქულა, 7 მოხსნა
ნიუ ორლეანს პელიკანსთან - 18 ქულა, 9 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება
ორლანდო მეჯიქთან - 19 ქულა, 4 მოხსნა, 3 ჩაჭრა
დეტროიტ პისტონსთან - 16 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა
საკრამენტო კინგსთან - 17 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა, 2 დაფარება
მემფის გრიზლისთან - 10 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა
ბოსტონ სელტიკსთან - 10 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა
Raptors injury report for Tuesday vs. visiting Heat:
— Ira Winderman (@IraHeatBeat) April 6, 2026
Out: Chucky Hepburn (knee).
Questionable: Sandro Mamukelashvili (knee), Collin Murray-Boyles (quad), Immanuel Quickley (foot).
All others available.
სანდრო მამუკელაშვილმა მიმდინარე სეზონის 76 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ ასეთი მაჩვენებელი აქვს: 21.9 წუთი, 11.2 ქულა, 4.9 მოხსნა, 1.9 შედეგიანი გადაცემა.
ტორონტო რეპტორსი მაიამი ჰიტს ხვალ, 8 აპრილს დაუპირისპირდება. ქართველი კალათბურთელის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში 43 მოგებით და 35 მარცხით მე-6 პოზიციაზეა და ამჟამად პლეი-ოფის ზონაშია, მაიამი ჰიტი კი მათი უშუალო კონკურენტია და 41 მოგებით და 37 მარცხით მე-10 ადგილს იკავებს.