მამუკელაშვილმა მაიამის 11 ქულა ჩაუგდო | ტორონტო ექვსეულში რჩება
2 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში, ტორონტო რეპტორსმა მაიამი ჰიტს უმასპინძლა და 121:95 დაამარცხა. რეგულარულის დასრულებამდე 3 მატჩია დარჩენილი და აღმოსავლეთ კონფერენციის მეექვსე ადგილს ისევ ტორონტო იკავებს. კანადელები, დარჩენილ შეხვედრებში, ამ ადგილის დაცვისთვის იბრძოლებენ (1-6 ადგილები პლეი ოფის ზონაა).
სანდრო მამუკელაშვილმა 22 წუთი ითამაშა და რეპტორსს 11 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა. მამუმ 5-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.
79 ჩატარებული მატჩის შემდეგ, ტორონტოს 44 მოგება აქვს. მე-7, მე-8 და მე-9 ადგილზე მყოფ გუნდებს კი 43 გამარჯვება აქვთ მოპოვებული და უკეთესი ადგილებისთვის ბრძოლა ბოლო შეხვედრებამდე გაგრძელდება.