Belive

სანდრო მამუკელაშვილმა ფინიქსს 5 ქულა ჩაუგდო | ტორონტო დამარცხდა

1 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში, ფინიქს სანსმა ტორონტო რაპტორსს უმასპინძლა და მეტოქე 120:98 დაამარცხა. ტორონტომ ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო, თუმცა ინარჩუნებს მეხუთე ადგილს აღმოსავლეთ კონფერენციაში და პლეი ოფების საგზურს არაფერი ემუქრება.

სანდრო მამუკელაშვილმა მწვრთნელისგან 17 წუთი მიიღო და ქართველმა ამ დროში 5 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ერთი დაფარება დააგროვა. სანდროს სამიანები გაუფუჭდა (0/4), ხოლო ორქულიანები 50%-ით ისროლა (2/4). საჯარიმო ხაზზე 2-ჯერ დადგა და ერთხელ გამოიყენა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ფინიქსის ლიდერი დევინ ბუკერი იყო, რომელმაც ტორონტოს 25 ქულა ჩაუგდო.

მომდევნო შეხვედრაში, ტორონტო იუტას ესტუმრება - კანადელებს 70 ჩატარებულ შეხვედრაში 39 მოგება აქვთ.

სხვა სტატიები