Belive

სან ანტონიომ მემფისი დაამარცხა | სანდრო მამუკელაშვილმა ორმაგი დუბლი გაიფორმა

3 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის შეხვედრაში სანდრო მამუკელაშვილის "სან ანტონიო სპურსმა" "მემფის გრიზლსი" 102:87 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, მამუმ პარკეტზე 26:26 წუთი გაატარა, ამ დროში კი "სან ანტონიოს" რიგებიდან მხოლოდ მან მიითვალა ორმაგი დუბლი, სანდრო მამუკელაშვილმა 11 ქულა (3-დან 3 ორქულიანი 100%, 3-დან 1 სამქულიანი 33.3% და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო 100%), 16 მოხსნა, 4 ასისტი და 1 ბლოკი დააგროვა.

ყველაზე შედეგიანი 18 ქულით შეხვედრაში ვიქტორ ვემბანიამა იყო.

"სან ანტონიო სპურსი" 20 მოგებით და 59 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა. სანდრო მამუკელაშვილის გუნდი შემდეგ შეხვედრას "ოკლაჰომა სიტი თანდერის" წინააღმდეგ ჩაატარებს, შეხვედრა ხვალ 11 აპრილს გაიმართება.

სხვა სტატიები