Belive

სან ანტონიო ორ ოვერტაიმიან მატჩში ფილადელფიასთან დამარცხდა | სანდრო მამუკელაშვილმა 24 წუთი ითამაშა

3 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის შეხვედრაში სანდრო მამუკელაშვილის "სან ანტონიო სპურსი" "ფილადელფია სიქსერთან" ორ ოვერტაიმიან მატჩში 133:126 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 23:35 წუთი გაატარა, ამ დროში კი მან 6 ქულა (6-დან 1 ბურთი ჩააგდო 16,7%, 4-დან 4 საჯარიმო), 7 მოხსნა და 3 ასისტი მიითვალა.

მატჩში საუკეთესო მაჩვენებელი 52 ქულით ტაირის მაქსის ჰქონდა. ვიქტორ ვემბანიამამ ჩაატარა შედეგიანი შეხვედრა, მან 33 ქულა, 18 მოხსნა, 7 ბლოკი და 6 ასისტი დააგროვა.

"სან ანტონიო სპურსი" 19 მოგებით და 59 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 10 აპრილს, "მემფის გრიზლისის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები