ტორონტოს ვერ აჩერებენ | მამუკელაშვილმა ინდიანასთან 16 წუთი ითამაშა
ტორონტო რაპტორსის საოცარი სერია გრძელდება - დარკო რაიაკოვიჩის გუნდმა დღეს ინდიანა პეისერსი 2-ქულიანი სხვაობით, 97:95 დაამარცხა და ზედიზედ მე-9, ბოლო 14-დან კი მე-13 მატჩის მოგება შეძლო.
დრამატულ შეხვედრაში გადამწყვეტი ბრენდონ ინგრემის მიერ ბოლო წამზე ჩაგდებული გამარჯვების მომტანი 2-ქულიანი აღმოჩნდა.
შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც 16 წუთში 7 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 6-დან 3 ორქულიანი და1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
ტორონტოს 26 ქულით, 8 მოხსნით, 2 ჩაჭღითა და 1 დაფარებით ბრენდონ ინგრემმა ულიდერა, ინდიანას რიგებში კი 16 ქულით, 7 მოხსნითა და 6 ასისტით ტი ჯეი მაკკონელი გამოირჩა.
რაპტორსი, რომელიც 14 მოგებითა და 5 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-2 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას კვირას, 30 ნოემბერს, შარლოტ ჰორნეტსის წინააღმდეგ გამართავს.