Belive

როდის და სად გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა?

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

ზუსტად 61 დღეში, 29 აპრილს, ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ჩატარდება წილისყრა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე გასულ 32 ეროვნულ ნაკრებს 8 ჯგუფში გადაანაწილებს.

სწორედ ამ დღეს გავიგებთ ვინ იქნება საქართველოს ნაკრების 3 მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ჯგუფურ ეტაპზე და რომელ ქვეყანაში მოგწევს ასპარეზობა - ფილიპინებზე, ინდონეზიასა თუ იაპონიაში.

შეგახსენებთ, რომ კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ზემოთ ხსენებულ 3 ქვეყანაში გაიმართება, ხოლო პლეი ოფში გასული გუნდები მანილაში შეიკრიბებიან და მსოფლიოს ჩემპიონს გამოავლენენ.

როგორც უკვე მოგახსენეთ, მსოფლიო ჩემპიონატზე 32 ნაკრები გუნდი მიიღებს მონაწილეობას. 31 მონაწილის ვინაობა უკვე ცნობილია, დარჩენილი 1 ევროპული საგზური კი სერბეთს ან ბელგიას ერგება.

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდები: იაპონია (მასპინძელი), ფილიპინები (მასპინძელი), ფინეთი, კოტ დ'ივუარი, ახალი ზელანდია, ლიბანი, კანადა, ავსტრალია, გერმანია, ლატვია, იტალია, ესპანეთი, ჩინეთი, სლოვენია, ლიეტუვა, საფრანგეთი, საბერძნეთი, აშშ, იორდანია, სამხრეთ სუდანი, ეგვიპტე, ანგოლა, ირანი, კაპე ვერდე, საქართველო, მონტენეგრო, მექსიკა, პუერტო რიკო, დომინიკელთა რესპუბლიკა, ბრაზილია.

ამ დროისათვის წილისყრის საბოლოო დეტალები ცნობილი არაა, მაგრამ დადასტურებულია, რომ მასპინძელი ფილიპინები და თებერვლის საკვალიფიკაციო ფანჯრის შემდეგ რეიტინგის სათავეში მყოფი გუნდები პირველ კალათში მოხვდებიან.

გარდა ამისა, სამ მასპინძელ ქვეყანას აქვს პრივილეგია, რომ აირჩიონ გუნდი, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე მათ ქვეყანაში იასპარეზებს. ასევე ცნობილია, რომ აშშ ფილიპინებში, სლოვენია იაპონიაში, ხოლო კანადა ინდონეზიაში ითამაშებს.

წყარო: facebook.com/GeoBasketball

სხვა სტატიები