Belive

სანაძე: ,,ძლიერს უმართლებს, ჩვენ კი უფრო ძლიერი გუნდი ვიყავით''

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელმა, დუდა სანაძემ, ისაუბრა:

,,ძალიან რთული მატჩი გამოვიდა. ემოციებისგან დაცლილები ვართ... რა გითხრათ, ამ მომენტისთვის ვლოცულობდით და ღმერთმა გადმოგვხედა.

ჩვენი თამაში არ გამოგვივიდა, მაგრამ, ასე რომ ვთქვათ, ძლიერს უმართლებს, ჩვენ კი უფრო ძლიერი გუნდი ვიყავით და გაგვიმართლა.

მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, მსოფლიოს საუკეთესო გულშემატკივრებს! გპირდებით, რომ მსოფლიოზე უკეთესი გუნდი ვიქნებით!'' - განაცხადა სანაძემ.

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ტურში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისლანდიას უმასპინძლა და 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 77:80 დამარცხდა.

საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად დღეს მოგება ან 3 ქულაზე მეტით არწაგება სჭირდებოდა (თუ მეტოქე 89 ქულაზე მეტს ჩააგდება და მოიგებდა, მაშინ საქართველოს მხოლოდ 1 ან 2 ქულით წაგება აძლევდა ხელს). შედეგად, ისტორიაში პირველად, ჩვენი ნაკრები მსოფლიო პირველობაზე იასპარეზებს.

სხვა სტატიები