Belive

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

მსოფლიოს საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის (2027 წელი) პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გახსნით მატჩში, საქართველოს ნაკრებმა უკრაინას უმასპინძლა და 79:92 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მოთამაშეების ქულები: სანაძე (22), მაკფადენი (17), შენგელია (17), ანდრონიკაშვილი (9), შერმადინი (7), კორსანტია (5), ბურჯანაძე (2).

სტუმართა მხრიდან საოცარი შეხვედრა ჩაატარა ოლექსანდრ კოვლიარმა, რომელმაც 31 ქულასთან ერთად, 6 მოხსნა და 6 შედეგიანი გდაცემაც დააგროვა.

შესარჩევი ტურნირი ორი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე 32 გუნდი 8 ჯგუფად არის განაწილებული და ჩვენს ჯგუფში ესპანეთი, უკრაინა და დანია არიან. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფების სამ-სამი საუკეთესო ნაკრები გადავა და შეიქმნება ოთხი ექვსგუნდიანი ჯგუფი. A-ს სამი გუნდი B-დან გამოსულ 3 საუკეთესოს ეთამაშება (B-ს წევრები: საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, რუმინეთი). თითოეულ გუნდს პირველ ეტაპზე აღებული ქულები მეორეზეც გადაჰყვება და ითამაშებს მხოლოდ მეორე ჯგუფის სამ წარმომადგენელთან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ბოლო საშინაო მატჩი ჩაატარა გიორგი შერმადინმა - ვეტერანი 202-ე შეხვედრას ესპანეთთან (30 ნოემბერი) ჩაატარებს და სანაკრებო კარიერას დაასრულებს.

სხვა სტატიები