Belive

შერმადინი: ,,ვულოცავ ჩვენს გულშემატკივრებს! მათ ეს დაიმსახურეს''

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, ისლანდიას გამართულ მატჩზე ისაუბრა:

,,ქართული კალათბურთის ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად გავედით. ეს ჩვენი მიზანი იყო, რასაც მივაღწიეთ. ვულოცავ ჩვენს ერთგულ გულშემატკივრებს, მათ ეს დაიმსახურეს და, რა თქმა უნდა, ვულოცავ თითოეულ მოთამაშეს და სამწვრთნელო შტაბს.

ჩვენი ქომაგი დამატებით მოტივაციას და ენერგიას გვაძლევს, დღეს ეს იგრძნობოდა!'' - განაცხადა შერმადინმა.

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ტურში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისლანდიას უმასპინძლა და 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 77:80 დამარცხდა.

საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად დღეს მოგება ან 3 ქულაზე მეტით არწაგება სჭირდებოდა (თუ მეტოქე 89 ქულაზე მეტს ჩააგდება და მოიგებდა, მაშინ საქართველოს მხოლოდ 1 ან 2 ქულით წაგება აძლევდა ხელს). შედეგად, ისტორიაში პირველად, ჩვენი ნაკრები მსოფლიო პირველობაზე იასპარეზებს.

ილიას ზუროსის გუნდს სწორედ გიორგი შერმადინმა ულიდერა, რომელმაც 35 წუთში 23 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 30 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

სხვა სტატიები