Belive

ორლანდოს ბანკერომ მოაგებინა | გოგა ბითაძემ 8 წუთი ითამაშა

2 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში ერთმანეთს ლიგის ყველაზე "ცუდი" გუნდი, "დეტროიტ პისტონსი" და "ორლანდო მეჯიქი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ბედი ბოლო წამზე გადაწყდა, ორლანდომ 3 ქულის სხვაობით, 109:112 გაიმარჯვა.

წინა შეხვედრებთან შედარებით უფრო მეტი დრო მიიღო გოგა ბითაძემ. ქართველმა ცენტრმა 8 წუთი ითამაშა და ამ დროში 2 ქულის, 2 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოასწრო. გოგამ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა.

მატჩის დასრულებამდე 8 წამით ადრე ანგარიში 109:109 იყო, ბურთით კი პაოლო ბანკერო, რომელმაც უკანასკნელი შეტევა საკუთარ თავზე აიღო. ბანკერომ დრო ბოლომდე გაიყვანა და სროლა 0.8 წამით ადრე შეასრულა, სანამ საფინალო სირენა გაისმებოდა. სროლა ზუსტი აღმოჩნდა და ბანკერომ დამატებით ერთი საჯარიმო ტყორცნაც მიიღო უხეში დაცვის გამო. საბოლოოდ, ორლანდოს გამარჯვება სწორედ პაოლომ მოუტანა, რომელზეც თანაგუნდელმა, ჯეილენ საგსმა განაცხადა, რომ ნამდვილი სუპერვასკვლავია.

ორლანდოს კალათბურთელების სტატისტიკა გუნდური მუშაობის ნამდვილი მაგალითია; ბანკეროს სულ 15 ქულა ჰქონდა, საგსსა და ძმებ ვაგნერებს კი 14-14. კოულ ენტონიმ 13 ქულა დააგროვა, ბითაძის უშუალო კონკურენტმა, კარტერმა კი - 11. ორლანდოს მორიგი შეხვედრა "ატლანტას" წინააღმდეგ, 26 თებერვალს ექნება. გუნდი 32 მოგებითა და 25 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 ადგილზეა.

სხვა სტატიები