ორლანდო თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა, ტორონტო ტურნირს გამოეთიშა
NBA-ს თასის 1/4-ფინალში ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. ორლანდო მეჯიქმა მაიამი ჰიტი 117:108 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, ხოლო ტორონტო რეპტორსმა ნიუ იორკ ნიქსთან 101:117 დათმო და ტურნირს გამოეთიშა.
გოგა ბითაძემ მაიამელების წინააღმდეგ 17:06 წუთი ითამაშა, რა დროშიც 7 ქულა (4-დან 3 ორქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა.
ორლანდო მაიამის შეხვედრიდან 37 ქულით საუკეთესო იყო დესმონდ ბეინი, 21 ქულა კი ნორმან პაუელმა ჩააგდო.
მეჯიქი თასის მომდევნო ეტაპზე ტორონტოსთან გამარჯვებულ ნიუ იორკ ნიქსს შეხვდება, აღნიშნული მატჩი 14 დეკემბერს გაიმართება.
რაც შეეხება მეორე შეხვედრას, როგორც უკვე აღვნიშნეთ ტორონტო რეპტორსი ნიუ იორკ ნიქსთან 16-ქულიანი სხვაობით დამარცხდა (101:117) და თასისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
სანდრო მამუკელაშვილმა 15:00 წუთი ითამაშა, რა დროშიც 2 ქულა (1-დან 1 ორქულიანი), 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
ტორონტო ნიქსის შეხვედრაში 35 ქულით საუკეთესო იყო ჯეილენ ბრანსონი, 31 ქულა კი ბრენდონ ინგრამმა ჩააგდო.
რეპტორსი მომდევნო მატჩს 19 დეკემბერს მილუოკი ბაქსის წინააღმდეგ გამართავს.