Belive

ორლანდომ ვაშინგტონს მოუგო | ბითაძეს მატჩში ყველაზე მეტი მოხსნა ჰქონდა

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ვაშინგტონ ვიზარდსმა'' ,,ორლანდო მეჯიქს'' უმასპინძლა და 21-ქულიანი უპირატესობის მიუხედავად (მე-2 მეოთხედში ანგარიში 54:33 იყო), 10-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 109:119 დამარცხდა.

,,ორლანდოს'' ძირითად ხუთეულში ითამაშა გოგა ბითაძემ, რომელმაც 25 წუთში 6 ქულა, 8 მოხსნა (ყველაზე მეტი ორივე გუნდის შემადგენლობაში), 2 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

გოგამ 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ,,მეჯიქს'' 28 ქულით, 5 მოხსნით, 2 პასითა და 2 დაფარებით ფრანც ვაგნერმა ულიდერა

,,ვიზარდსის'' რიგებში 26 ქულით, 5 ასისტითა და 4 მოხსნით ჯორდან პული გამოირჩა.

,,ორლანდო'' 37 მოგებითა და 26 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 პოზიციაზეა.

ბითაძის გუნდი მომავალ მატჩს 9 მარტს, ,,ნიუ იორკ ნიქსის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები