Belive

ორლანდომ ნიუ იორკის 5-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა | ბითაძემ 16 წუთი ითამაშა

3 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

ნიუ იორკმა საკუთარ დარბაზში ზედიზედ მე-6 მატჩი ჩაატარა და პირველად დამარცხდა. ნიქსის წარმატებული სერია ორლანდომ შეწყვიტა, რომელმაც მეტოქეს 17-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 124:107 მოუგო.

მეჯიქის შემადგენლობაში 16 წუთი ითამაშა გოგა ბითაძემ - ქართველმა ცენტრმა 10 ქულას, 3 მოხსნასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. გოგამ 2-დან 2 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.

ორლანდოს 28 ქულით, 9 მოხსნით, 4 პასით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით ფრანც ვაგნერმა ულიდერა, ნიუ იორკში კი 31 ქულით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 3 მოხსნით ჯეილენ ბრანსონი გამოირჩა.

ბითაძის გუნდი, რომელიც 6 მოგებითა და 6 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-10 პოზიციაზეა, მომავალ მატჩს შაბათს, 15 ნოემბერს, ბრუკლინ ნეტსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები