Belive

ორლანდომ სერიაში ანგარიში გაათანაბრა | გოგა ბითაძემ 4 წუთი ითამაშა

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის პლეი-ოფის მე-4 შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქმა" "კლივლენდ კავალიერსი" 112:89 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა (2:2).

გოგა ბითაძემ პარკეტზე 4:10 წუთი გაატარა, რა დროშიც მხოლოდ 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მატჩში ყველაზე შედეგიანი ფრანც ვაგნერი იყო, მან 34 ქულით და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. "კლივლენდს" 21 ქულით ჯარეტ ალენმა ულიდერა.

მომდევნო შეხვედრა "ორლანდო მეჯიქსა" "კლივლენდ კავალიერს" შორის 1 მაისს გაიმართება.

სხვა სტატიები