Belive

კლივლენდმა ტორონტოს შინ ისევ მოუგო და სერიაში დაწინაურდა | მამუკელაშვილს 10 ქულა ჰქონდა

6 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის პლეი-ოფის პირველი რაუნდის მე-5 შეხვედრაში კლივლენდ კავალიერსმა ტორონტო რაპტორსს უმასპინძა და 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 125:120 დაამარცხა. შედეგად, კენი ატკინსონის გუნდი სერიაში 3:2 დაწინაურდა.

დღევანდელ მატჩში გადამწყვეტი მე-4 მეოთხედი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა 8 ქულით (25:17) მოიგეს, არადა, მე-3 მეოთხედში რაპტორსი წინ 12 ქულითაც კი იყო.

შეხვედრაში 15 წუთამდე ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 10 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. სანდრომ 5-დან 2 სამქულიანი, 4-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

ტორონტოს რიგებში 25 ქულით, 12 მოხსნითა და 5 პასით არ ჯეი ბარეტი გამოირჩა, კლივლენდს კი 23 ქულით, 9 მოხსნით, 5 ასისტით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა.

გუნდებს შორის სერიის მე-6 შეხვედრა შაბათს, ტორონტოში გაიმართება.