Belive

ორლანდომ საკრამენტოსთან წააგო - ბითაძემ 28 წუთი ითამაშა

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,საკრამენტო კინგსმა'' ,,ორლანდო მეჯიქს'' უმასპინძლა და ორი ოვერტაიმის შემდეგ, 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 138:135 დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 118:118 დასრულდა.

,,ორლანდოს'' ძირითად ხუთეულში ითამაშა გოგა ბითაძემ, რომელმაც 28 წუთში 6 ქულა, 6 მოხსნა, 3 დაფარება (ყველაზე მეტი ორივე გუნდის შემადგენლობაში) 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

გოგამ 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ,,მეჯიქს'' 43 ქულით, 5 ასისტითა და 4 მოხსნით პაულო ბანკერომ ულიდერა.

,,საკრამენტოს'' რიგებში სამმაგი დუბლით დომანტას საბონისი გამოირჩა - 22 ქულა, 23 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება. 37 ქულა, 9 პასი, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო მალიკ მონკის ანგარიშზე.

,,ორლანდო'' 19 მოგებითა და 14 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 პოზიციაზეა. ბითაძის გუნდი მომავალ მატჩს შაბათს, 6 იანვარს, ,,დენვერ ნაგეთსის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები