Belive

გოგა ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა | ორლანდო ოკლაჰომასთან დამარცხდა

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქი" "ოკლაჰომა სიტი თანდერთან" 100:112 დამარცხდა.

გოგა ბითაძემ მატჩი კვლავ ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 22:11 წუთი ითამაშა, მან ამ დროში 8 ქულა, 9 მოხსნა, 2 ასისტი და 2 ჩაჭრა მიითვალა. თამაშიდან ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 4 ორქულიანი (66.7%) ჩააგდო, სამქულიანი მხოლოდ ერთხელ ისროლა და ვერ ჩააგდო.

ყველაზე მეტი 37 ქულა მატჩში შაი-გილგეუ ალექსანდერმა დააგროვა, მან ასევე 6 მოხსნა და 7 ასისტი მიითვალა.

ორლანდოელთა შემადგენლობიდან კი პაოლო ბანკერომ 20 ქულის ჩაგდება მოახერხა, 9 მოხსნასთან და 8 ასისტთან ერთად.

სხვა სტატიები