"ნიკოლა იოკიჩი საუკეთესო კალათბურთელი არ არის" - ვიქტორ ვემბანიამა
7 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
სან ანტონიო სპურსის ფრანგმა კალათბურთელმა ვიქტორ ვემბანიამამ ESPN-თან ისაუბრა, ავტორიტეტულმა მედიამ მას კითხვა დაუსვა იმასთან დაკავშირებით თუ ვინ არის დღესდღეობით ლიგის საუკეთესო მოთამაშე, რაზეც ვემბანიამამ ასეთი პასუხი გასცა:
ვფიქრობ, ნიკოლა იოკიჩი საუკეთესო შემტევი მოთამაშეა, მაგრამ ის საუკეთესო კალათბურთელი არ არის. ჩემი აზრით საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო ან შაი გილჯეს-ალექსანდერია. როდესაც მოედანზე დავბრუნდები, ვფიქრობ, რომ ეს მე ვიქნები. - ვიქტორ ვემბანიამა
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ვემბანიამას ტრავმა აქვს და 15 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით ის პარკეტზე დაბრუნებას ხვალ, ოკლაჰომას წინააღმდეგ აპირებს.
Victor Wembanyama sur Nikola Jokic : «Je ne pense pas qu'il soit le meilleur joueur» en NBA
— L'Équipe (@lequipe) December 13, 2025
➡️ https://t.co/TvKs2V6o3e pic.twitter.com/0B0FSEeshe