Belive

ორლანდომ ნიუ ორლეანსს მოუგო | ბითაძემ 5 წუთამდე ითამაშა

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ორლანდო მეჯიქმა'' ,,ნიუ ორლეანს პელიკანსს'' უმასპინძლა და 15-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 121:106 დაამარცხა.

მატჩში 5 წუთამდე ითამაშა გოგა ბითაძემ, რომელმაც 4 ქულა და 1 ასისტი მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 1-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

,,მეჯიქს'' 20 ქულით, 11 პასით, 10 მოხსნითა და 1 ჩაჭრით პაულო ბანკერომ ულიდერა.

,,პელიკანსის'' რიგებში 20 ქულით, 7 მოხსნით, 2 ასისტით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით ზაიონ უილიამსონი გამოირჩა.

,,ორლანდო'' 42 მოგებითა და 28 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 პოზიციაზეა.

ბითაძის გუნდი მომავალ მატჩს 24 მარტს, ,,საკრამენტო კინგსის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები