სან ანტონიო კლიპერსთან დამარცხდა | სანდრო მამუკელაშვილმა 23 წუთი ითამაშა
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "სან ანტონიო სპურსი" "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" 122:117 დამარცხდა.
სანდრო მამუკელაშვილმა 23:21 წუთი ითამაშა, რა დროშიც 8 ქულა (6-დან 2 სამქულიანი, 1-დან 1 ორქულიანი) და 2 მოხსნა მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი 25 ქულა ნორმან პაუელმა ჩააგდო, 24-24 ქულა ჰქონდათ ჰარისონ ბარნსს და ივიცა ზუბაცს, ხორვატმა კალათბურთელმა 20 მოხსნაც დააგროვა და ორმაგი დუბლი გაიფორმა.
"სან ანტონიო სპურსი" დასავლეთ კონფერენციაში 32 მოგებით და 47 მარცხით მე-13 პოზიციაზეა და პლე-ოფისთვის ბრძოლას გამოეთიშა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 10 აპრილს, "გოლდენ სტეიტ უორიორსის" წინააღმდეგ გამართავს.
დღეს, მეორე ქართველი, გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქმაც" ითამაშა და "ატლანტა ჰოუქსი" 119:112 დაამარცხა.
ქართველ კალათბურთელს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
ორმაგი დუბლი გაიფორმა და ყველაზე მეტი 33 ქულა, 10 მოხსნასთან ერთად ჰქონდა პაოლო ბანკეროს, ასევე ორმაგი დუბლი მიითვალა ონიეკა ოკონგვუმ რომელმაც 30 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა.
"ორლანდო მეჯიქი" აღმოსავლეთ კონფერენციაში 39 მოგებით და 40 მარცხით მე-7 პოზიციაზეა და პლეი-ინში თამაში ნაადრევად გაინაღდა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 10 აპრილს "ბოსტონ სელტიკსის" წინააღმდეგ გამართავს.