Belive

ორლანდომ მოიგო, სან ანტონიო დამარცხდა | სანდროს და გოგას არ უთამაშიათ

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქმა" "ტორონტო რეპტორსი" 113:103 დაამარცხა.

გოგა ბითაძეს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 31 ქულა გარი ტრენტ ჯუნიორმა დააფიქსირა.

"ორლანდოს" რიგებიდან ფრანც ვაგნერს ჰქონდა 19 ქულა.

"მეჯიქი" 39 მოგებით და 28 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას კვლავ "ტორონტოს" წინააღმდეგ 18 მარტს გამართავს.

"სან ანტონიო სპურსი" "დენვერ ნაგეთსთან" 117:106 დამარცხდა.

სანდრო მამუკელაშვილს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 31 ქულა ნიკოლა იოკიჩმა დააფიქსირა. "დენვერიდან" ჯამალ მიურეის ჰქონდა ორმაგი დუბლი 15 ქულა და 10 მოხსნა.

"სან ანტონიოს" რიგებიდან 19 ქულა ჯერემი სოჩანმა დააგროვა, 17-17 ქულა ვიქტორ ვემბანიამას და დევინ ვასელს ჰქონდათ.

"სპურსი" 14 მოგებით და 53 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას ქართველის გუნდი 18 მარტს "ბრუკლინ ნეტსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები