ორლანდომ ინდიანა დაამარცხა - გოგა ბითაძის შედეგიანი მატჩი
7 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულ სეზონში, "ინდიანა" "ორლანდოს" დაუპირისპირდა და 115:129 დამარცხდა. "ორლანდოს" შემადგენლობაში შედეგიანი მატჩი ჩაატარა გოგა ბითაძემ, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა.
პარკეტზე გატარებულ 22:34 წუთში, გოგა ბითაძემ 11 ქულის, 7 მოხსნისა და 3 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.