Belive

ორლანდომ ფინიქსი დაამარცხა | გოგა ბითაძეს მცირე სათამაშო დრო მიეცა

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში "ორლანდო მეჯიქმა" "ფინიქს სანსი" 98:113 დაამარცხა.

გოგა ბითაძეს შეხვედრაში მცირე სათამაშო დრო მიეცა, მან პარკეტზე 1:56 წუთი გაატარა, რა დროშიც ბურთი საერთოდ არ უსვრია და მხოლოდ 1 ბლოკის შესრულება მოახერხა.

მატჩში ყველაზე შედეგიანი 44 ქულით "სანსის" კალათბურთელი დევინ ბუკერი იყო, 26 ქულა ჰქონდა პაოლო ბანკეროს, მორიც ვაგნერმა ორმაგი დუბლი შეასრულა, გერმანელმა 16 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.

"ორლანდო" 24 მოგებით და 22 მარცხით მე-7 პოზიციაზეა, შემდეგ შეხვედრას ქართველის გუნდი "დალას მავერიქსის" წინააღმდეგ ხვალ 30 იანვარს ჩაატარებს.

სხვა სტატიები