Belive

ბოსტონმა ორლანდოს მე-2 მატჩიც მოუგო - ბითაძემ 8 წუთამდე ითამაშა

7 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის პირველი ეტაპის მე-2 შეხვედრაში ,,ბოსტონ სელტიქსმა'' ,,ორლანდო მეჯიქი'' 109:100 დაამარცხა და სერიაში უპირატესობა 2 მოგებამდე გაზარდა.

დღევანდელ მატჩში 8 წუთამდე ითამაშა გოგა ბითაძემ, რომელმაც 2 ქულის, 3 მოხსნის, 1 შედეგიანი გადაცემისა და 1 დაფარების მოგროვება შეძლო.

,,ბოსტონის'' რიგებში 35 ქულით, 10 მოხსნით, 5 პასითა და 1 ჩაჭრით ჯეილენ ბრაუნი გამოირჩა, ,,ორლანდოს'' კი 32 ქულით, 9 მოხსნით, 7 ასისტითა და 2 დაფარებით პაულო ბანკერომ ულიდერა.

გუნდებს შორის მომავალი შეხვედრა შაბათს, 26 აპრილს, ორლანდოში გაიმართება.

სხვა სტატიები