Belive

ორლანდომ ბრუკლინთან იმარჯვა, ბითაძეს 2 წუთამდე დაუთმეს

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ორლანდო მეჯიქმა'' ,,ბრუკლინ ნეთსს'' უმასპინძლა და 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 114:106 დაამარცხა.

მატჩში 2 წუთამდე ითამაშე გოგა ბითაძემ, რომელმაც ერთი ორქულიანი გამოიყენა. ,,მეჯიქს'' 21 ქულით, 9 პასითა და 3 მოხსნით პაულო ბანკერომ ულიდერა.

,,ნეთსის'' რიგებში 21 ქულით, 8 მოხსნით, 4 ასისტითა და 1 ჩაჭრით კემ ტომასი გამოირჩა.

,,ორლანდო'' 38 მოგებითა და 28 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 პოზიციაზეა.

ბითაძის გუნდი მომავალ მატჩს 16 მარტს, ,,ტორონტო რეპტორსის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები