ორლანდო ბოსტონთან დამარცხდა | გოგა ბითაძეს 3 დაფარება ჰქონდა
3 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ორლანდო მეჯიქი ბოსტონ სელტიკსთან 107:111 დამარცხდა.
გოგა ბითაძემ მატჩში 14:53 წუთი ითამაშა, რა დროშიც 2 ქულა (2-დან 1 ორქულიანი), 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი 28 ქულა პაოლო ბანკერომ ჩააგდო, 27 ქულა ჯეილენ ბრაუნს ჰქონდა.
ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში 4 მოგებით და 6 მარცხით მე-11 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 11 ნოემბერს, პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის წინააღმდეგ გამართავს.