Belive

ოკლაჰომა სითი თანდერი NBA-ის ჩემპიონი გახდა

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ოკლაჰომა სითი თანდერმა, NBA-ის 7-მატჩიან საფინალო სერიაში, ინდიანა პეისერსი დაამარცხა და ამ გუნდის ფრენჩაიზის ისტორიაში პირველი ჩემპიონობა იზეიმა.

მეშვიდე თამაში ოკლაჰომაში ჩატარდა და მასპინძლებმა 103:91 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის შემდეგ, ფინალური სერია 7 თამაშამდე არ გაგრძელებულა.

შაი გილჯეს-ალექსანდერის ბრწყინვალე სეზონი ისტორიაში შევა - 2002 წლის შემდეგ, ის პირველი კალათბურთელია, რომელიც ფინალების საუკეთესო მოთამაშე, რეგულარულის გამარჯვებული და ლიგის საუკეთესო მექულე გახდა. ბოლოს ეს შაკილ ო'ნილმა მოახერხა.

ოკლაჰომამ რეგულარულ სეზონსა და პლეი ოფში 84 თამაში მოიგო, რითაც 1996-97 წლების ჩიკაგო ბულსს გაუთანაბრდა. მხოლოდ გოლდენ სტეიტმა (88 / 2016-17 წლებში) და ბულსმა (87/ 2015-16 წლებში) მოიგეს უფრო მეტი მატჩი.

2008 წლამდე, ოკლაჰომა სიეტლ სუპერსონიკსის სახელით თამაშობდა - ამის შემდეგ გადავიდა გუნდი ოკლაჰომაში და სახელიც შეიცვალა. სუპერსონიკსს ერთადერთი ჩემპიონობა 1979 წელს აქვს მოპოვებული.

სხვა სტატიები