სანდრო მამუკელაშვილმა ბოსტონს 10 ქულა ჩაუგდო
4 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში, ბოსტონ სელტიკსმა ტორონტო რეპტორსს უმასპინძლა და მეტოქე 115:101 დაამარცხა. კანადელები აღმოსავლეთ კონფერენციის მეექვსე ადგილზე რჩებიან, თუმცა ათეულში ადგილების გადანაწილებისთვის სერიოზული ბრძოლაა გაჩაღებული. მაგალითისთვის, მეათე ადგილზე მყოფ მაიმის 41 მოგება აქვს, ხოლო ტორონტო მეექვსეზე 43 მოგებითაა.
სანდრო მამუკელაშვილმა, ბოსტონის წინააღმდეგ, 24 წუთი ითამაშა - ამ დროში ქართველმა 10 ქულა, 6 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მამუმ 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ხაზიდან კი ოთხივე სროლა გამოიყენა.
ბოსტონს ჯეილენ ბრაუნმა და ჯეისონ ტეიტუმმა ულიდერეს, შესაბამისად 26 და 23 ქულით.
რეგულარულის ბოლომდე 4 შეხვედრაა დარჩენილი, რეპტორსი მომდევნო შეხვედრას მაიამი ჰიტის წინააღმდეგ, 8 აპრილს გამართავს.