Belive

2 პასი სამმაგ დუბლამდე | მამუკელაშვილის ბრწყინვალე მატჩი ატლანტასთან

3 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში, ტორონტო რეპტორსმა ატლანტა ჰოუკსს უმასპინძლა და 134:117 დაამარცხა.

სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების წევრმა, სანდრო მამუკელაშვილმა. მამუს დიდი სათამაშო დრო მიეცა (32 წუთი) და მხოლოდ 2 შედეგიანი გადაცემა დააკლდა, რათა სამმაგი დუბლი შეესრულებინა.

სანდრომ ატლანტას წინააღმდეგ 13 ქულა, 12 მოხსნა, 8 ასისტი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება დააგროვა. მამუკელაშვილმა 5-დან 4 ორქულიანი და 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. საჯარიმო ხაზზე 2-ჯერ დადგა და ორივე შემთხვევაში ზუსტი იყო. ტორონტოში გადასვლის მომენტიდან, მამუს 8 შედეგიანი გადაცემა ჯერ არ ჰქონია.

36 თამაშის შემდეგ, ტორონტოს 21 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მეოთხე ადგილზეა.

სხვა სტატიები