Belive

ნიუ იორკმა სხვაობა შეამცირა | სერიამ ინდიანაპოლისში გადაინაცვლა

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ნიუ იორკი სუპერფინალისთვის ბრძოლას განაგრძობს. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური ეტაპის მე-5 შეხვედრაში ნიქსმა ინდიანა პეისერსი 17 ქულით, 111:94 დაამარცხა და სერიაში ანგარიში 2:3 გახადა.

ნიუ იორკს 32 ქულით, 5 მოხსნით, 5 პასითა და 1 დაფარებით ჯეილენ ბრანსონმა ულიდერა. 24 ქულა, 13 მოხსნა, 3 ასისტი და 1 ჩაჭრა იყო კარლ-ენტონი თაუნსის ანგარიშზე.

ინდიანას რიგებში 23 ქულითა და 9 მოხსნით ბენედიქტ მატურინი გამოირჩა.

გუნდებს შორის სერიის მე-6 მატჩი კვირას, 1 ივნისს, ინდიანაპოლისში გაიმართება.

სხვა სტატიები