სანდრო მამუკელაშვილმა ნიუ იორკს 9 ქულა ჩაუგდო
4 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში ნიუ იორკ ნიქსმა ტორონტო რაპტორსი მიიღო და მეტოქე 116:94 დაამარცხა. ზედიზედ 9-მოგებიანი სერის შემდეგ, ტორონტომ მიჯრით მეორე მარცხი განიცადა.
კანადელებს თამაშში შესვლა გაუჭირდათ, მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 19-ქულიანი სხვაობით მოიგეს და ტორონტომაც, მატჩის ბოლომდე, ვერაფერი შეცვალა.
სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 27 წუთი გაატარა. ქართველმა ამ დროში 9 ქულა, 7 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა. სანდრომ 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანის 3 მცდელობიდან კი ყველა არაზუსტი აღმოჩნდა.
ამ მოგებით, ნიუ იორკმა ტორონტოს გადაუსწრო და აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე ადგილზე გადავიდა, პირველ ადგილს დეტროიტ პისტონსი იკავებს.