Belive

მამუკელაშვილის ფენომენალური თამაში ვაშინგტონის წინააღმდეგ

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის უხვქულიან დაპირისპირებაში, ტორონტომ ვაშინგტონს უმასპინძლა და 140:110 გაიმარჯვა.

ტორონტოს გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც ფენომენალური თამაშით გაგვახარა - პარკეტზე გატარებულ 20:53 წუთში, მამუს ანგარიშზე 23 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემაა.

აღსანიშნავია, რომ ეს არის საუკეთესო მაჩვენებელი, რომელიც მამუკალშვილმა კანადური ფრენჩაიზის რიგებში დააფიქსირა, თუმცა NBA-ში ასპარეზობისას ჩაგდებული ყველაზე მეტი ქულა სან ანტონიო სპურსს უკავშირდება - 2025 წლის 19 მარტს, მამუმ ნიქსის წინააღმდეგ 34 ქულა, 9 მოხსნა და 3 ასისტი დააგროვა.

სხვა სტატიები