Belive

მაიამიმ ბოსტონთან გაათანაბრა, ოკლაჰომამ მე-2 მატჩიც მოიგო

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის მე-2 შეხვედრაში ,,ბოსტონ სელტიქსი'' საკუთარ არენაზე ,,მაიამი ჰიტთან'' 10-ქულიანი სხვაობით, 101:111 დამარცხდა. შედეგად, სერიაში ანგარიში გათანაბრდა (1:1).

ფლორიდულ გუნდს 24 ქულით, 14 შედეგიანი გადაცემით, 5 მოხსნითა და 1 ჩაჭრით ტაილერ ჰიროუმ ულიდერა. 21 ქულა, 10 მოხსნა და 2 ასისტი იყო ბემ ადებაიოს ანგარიშზე.

,,სელტიქსის'' შემადგენლობაში 33 ქულით, 8 მოხსნით, 1 პასით, 1 ჩაჭრითა და 1 დაფარებით ჯეილენ ბრაუნი გამოირჩა.

,,მაიამიმ'' დღეს 23 სამქულიანი ჩააგდო, რაც პლეი-ოფებში გუნდის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო შედეგია.

დასავლეთ კონფერენციაში ,,ოკლაჰომამ'' ,,ნიუ ორლეანსს'' მეორე საშინაო მატჩიც მოუგო (124:92) და სერიაში უპირატესობა გაზარდა.

მასპინძლებს შეი გილჯეს-ალექსანდერმა ულიდერა, რომელმაც 33 ქულას, 5 შედეგიან გადაცემას, 3 მოხსნასა და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი.

,,პელიკანსის'' რიგებში 19 ქულით, 7 მოხსნითა და 2 ასისტით საუკეთესო იონას ვალანჩუნასი იყო.

,,ოკლაჰომასა'' და ,,ნიუ ორლეანსის'' მომდევნო შეხვედრა 27 აპრილს გაიმართება, 28-ში კი ,,მაიამი'' ,,ბოსტონს'' უმასპინძლებს.

სხვა სტატიები