Belive

ოკლაჰომამ დასავლეთ კონფერენციის ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა მოიგო

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალის პირველ მატჩში ოკლაჰომა სითი თანდერმა მინესოტა ტიმბერვულვზი 114:88 დაამარცხა.

ოკლაჰომას დიდი სხვაობით მოგების მიუხედავად, მათ პირველი ტაიმის ორივე მეოთხედი დათმეს, ჯერ პირველი 20:23 წააგეს, ხოლო შემდეგ 24:25. მეორე ტაიმში თანდერმა საგრძნობლად მოუმატა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა, მესამე მეოთხედში 32:18 მოიგეს, ბოლო გადამწყვეტ პერიოდში კი 38:22.

მატჩში ყველაზე მეტი 31 ქულა შაი გილჯეს-ალექსანდერმა ჩააგდო, 28 ქულა ჰქონდა ჯულიუს რენდლს, 19 ქულა ჯეილენ უილიამსმა მიითვალა, 18 კი ენტონი ედვარდსმა.

ოკლაჰომასა და მინესოტას შორის მეორე დაპირისპირება 23 მაისს გაიმართება.

სხვა სტატიები